სუარესის პოტენციური შემცვლელები -
Aa
Aa

სუარესის პოტენციური შემცვლელები - "ბარსას" ახალი სამიზნე რაშფორდია

Express-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ 21 წლის ფორვარდის მარკუს რაშფორდის მიმართ ინტერესს „მილანისა“ და მადრიდის „რეალის“ შემდეგ „ბარსელონაც“ იჩენს.

წყაროს ცნობით, კატალონიელები ინგლისელი ფორვარდის კანდიდატურას ზაფხულისთვის განიხილავენ. რამდენადაც ცნობილია „ბარსა“ ლუის სუარესის შემცვლელს უკვე ეძებს და მათ ვარსკვლავურ სიაში რამდენიმე სახელთან ერთად დღეიდან მარკუს რაშფორდიც მოიხსენიება.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოლაპარაკებები იანვარშივე შედგეს, რადგან „ბარსელონამ“ დაადასტურა, რომ ისინი ზამთარში დიდი თანხის დახარჯვას არ აპირებენ და მთელს რესურსს ზაფხულისთვის შეინახავენ.

თავის მხრივ, რაშფორდის აგენტმა „იუნაიტედს“ გადასცა, რომ ფეხბურთელი ითხოვს გარანტიებს. საუბარია ძირითად შემადგენლობაში თამაშზე.

„წითელი ეშმაკების“ რიგებში ლუკაკუ, მარსიალი, სანჩესი და ლინგარდი ასპარეზობს და რაშფორდს ძირითადში ხშირად თამაში არ უწევს.

ამრიგად, „ბარსელონა“ უკვე რიგით მეორე ინგლისელი ფორვარდით ინტერესდება. ვალვერდეს გუნდის მთავარ სამიზნედ ჰარი კეინი ითვლება.

შეგახსენებთ, რომ მარკუს რაშფორდი „იუნაიტედის“ პირველი გუნდის რიგებში 2016 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 144 შეხვედრაში 37 გოლი და 22 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები