მიქელთაძემ 11-მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა
Aa
Aa

მიქელთაძემ 11-მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში ლიმასოლის აელ-ი შინ ''ანორთოსისთან'' 0:3 დამარცხდა. გამარჯვებულთა ქართველმა ფორვარდმა ბექა მიქელთაძემ მშრალი სერია შეწყვიტა და 55-ე წუთზე მასპინძელთა კარში გოლი გაიტანა. მისი გოლით ანგარიში 0:2 გახდა. 

21 წლის თავდამსხმელმა ''ანორთოსისის'' მაისურით 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

''ანორთოსისის'' სასტარტო შემადგენლობაში ბექა მიქელთაძემ და ნიკა კაჭარავამ ითამაშეს. 52-ე წუთზე მიქელთაძემ ყვითელი ბარათი მიიღო.

64-ე წუთზე კაჭარავა შეცვალეს. 88-ე წუთზე მეორე გოლის ავტორმა მიქელთაძემ მოედანი დატოვა.

12-გუნდიან საფეხბურთო ჩემპიონატში ''ანორთოსისი'' 23 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ ''აპოელს'' 9 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება ნიკა კაჭარავას, მან კვიპროსის ჩემპიონატის 13 შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფოტო: anorthosisfc.com.cy

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები