Aa
Aa

"რეალი", "ბარსა", "ბაიერნი" - სანჩოზე ნადირობა იწყება!

"დორტმუნდის" 18 წლის ინგლისელმა გარემარბმა ჯეიდონ სანჩომ სამი გიგანტის ყურადღება მიიპყრო.

სანჩოს საოცარი თამაშის შემდეგ მის მიმართ ინტერესს "რეალი", "ბარსელონა" და "ბაიერნი" იჩენენ.

Marca-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ინგლისელის შეძენის მსურველ გუნდს ზაფხულამდე მოცდა მოუწევს, რადგან "დორტმუნდი" თავის ბრილიანტს შუა სეზონში არ შეელევა.

ტრანსფერმარკეტზე სანჩოს ფასად 70 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა თუ მან სეზონი ამ ტემპში განაგრძო და ფორმა შეინარჩუნა, "დორტმუნდი" მას გაცილებით ძვირად შეაფასებს.

2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე სანჩო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე იქნება და საეჭვოა, რომ გერმანულმა კლუბმა მისი შეარჩუნება მოახერხოს.

"გლადბახთან" მოგებული მატჩის შემდეგ მარკო როისმა თავისი ახალგაზრდა თანაგუნდელის შესახებ ისაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"ანდახან  ვერ ვიჯერებ, რომ სანჩო მხოლოდ 18 წლისაა. თანამედროვე ფეხბურთში ნებისმიერ გუნდს სჭირდება მოთამაშე, რომელსაც კარგი დრიბლინგი აქვს. სანჩოს გოლები და საგოლე გადაცემები ჩვენს გუნდს ძალიან დაეხმარა. ის დორტმუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა". 

შეგახსენებთ, რომ სანჩო "დორტმუნდს" 2017 წელს "მანჩესტერ სიტიდან" შეუერთდა. მის ანგარიშზე 36 შეხვედრაში 8 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.

სანჩოს გამორჩეული მომენტები

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები