Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

მაიამი - ჰიუსტონი 101 - 99

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ორად ორი შეხვედრა გაიმართა. პირველი მატჩი ფლორიდაში შედგა, სადაც დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტის, „ჰიუსტონ როქეთსის“ ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

ტეხასელებს გამარჯვების მოპოვების შანსი ბოლო წამებზე ჰქონდათ, თუმცა ერიკ გორდონის სამქულიანმა მიზანს არ უწია.

„როქეთსს“ ტრადიციულად ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. ეს უკანასკნელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და გამონაკლისი არც „მაიამისთან“ ჩატარებული შეხვედრა ყოფილა. ჯეიმსმა აქტივში 35 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნა ჩაიწერა. ერიკ გორდონი კი 20 ქულას დასჯერდა.

გამარჯვებულთა რიგებში 22 ქულით ჯოშ რიჩარდსონი გამოირჩა. ტაილერ ჯონსონმა გუნდს 19 ქულა შესძინა, ხოლო დერიკ ჯონს ჯუნიორმა თავი 15 ქულას მოუყარა.

კლიპერსი - დალასი 125 – 121

„ლოს-ანჯელეს კლიპერსმა“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და „დალასი“ დაამარცხა. თავისმხრივ „მავსმა“ მიჯრით მეოთხე თამაში დათმო.

დოკ რივერსის გუნდს 32 ქულით დანილო გალინარიმ ულიდერა. ტობაიას ჰერისმა თავი 16 ქულას მოუყარა, ლუ უილიამსი კი 25 ქულით გამოირჩა.

„დალასის“ რიგებში 32 ქულით საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახდა. ჯეი ჯეი ბარეამ აქტივში 19 ქულა ჩაიწერა, ხოლო ჰარისონ ბარნსმა შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები