Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

იუტა - გოლდენ სტეიტი 108 – 103

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გულშემატკივრებმა 12 შეხვედრა იხილეს. ცენტრალური მატჩი სოლტ ლეიკში შედგა, სადაც  „იუტა“ „გოლდენ სტეიტს“ დაუპირისპირდა.

„ჯაზმენებთან“ გასვლაზე გამარჯვების მოპოვება „უორიორსს“ ძალიან უჭირს და გამონაკლისი არც უკანასკნელი მატჩი ყოფილა. „იუტამ“ შესანიშნავად იასპარეზა და მეტოქეს 5 ქულიანი სხვაობით სძლია.

„ჯაზს“ 20 ქულით ჯო ინგლსმა ულიდერა. ჯაე კრაუდერმა აქტივში 18 ქულა ჩაიწერა. რუდი გობერი და დონოვან მიჩელი კი 17-17 ქულით გამოირჩნენ.

„მეომრებს“ 32 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა. კევინ დურანტმა გუნდს 30 ქულა შესძინა. კლეი ტომპსონმა კი თავი 12 ქულას მოუყარა.

ორლანდო - სან ანტონიო 90 – 129

გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიომ“ საკუთარი თამაში იპოვნა და ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უბრუნდება. ტეხასელებმა ბოლო შეხვედრაში „ორლანდოსთან“ რევანშის აღება მოახერხეს და მეტოქე ასტრონომიული სხვაობით გაანადგურეს.

„სპურსს“ 20 ქულით ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა. დემარ დეროუზენმა და ბრინ ფორბსმა 17-17 ქულა დააგროვეს. მარკო ბელინელიმ კი აქტივში 18 ქულა ჩაიწერა.

„ორლანდოს“ ვუჩევიჩის გარეშე ძალიან გაუჭირდა და მხოლოდ 90 ქულა ჩააგდო. ევან ფურნიემ და აარონ გორდონმა 12-12 ქულა მიითვალეს. ჯონათან სიმონსი კი 8 ქულით გამოირჩა.

სხვა მატჩების შედეგები

შარლოტა - კლივლენდი 110 – 99

ფილადელფია - ნიუ იორკი 131 – 109

ბოსტონი - ფინიქსი 103 – 111

ტორონტო - ინდიანა 99 – 96

ჩიკაგო - ბრუკლინი 93 – 96

ჰიუსტონი - ვაშინგტონი 136 – 118

მილუოკი - ნიუ ორლეანი 123 – 115

მინესოტა - დეტროიტი 123 – 129

პორტლენდი - მემფისი 99 – 92

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები