ზაზა ფაჩულიამ კევინ დურანტს კიდევ ერთხელ დასცინა
Aa
Aa

ზაზა ფაჩულიამ კევინ დურანტს კიდევ ერთხელ დასცინა

ზაზა ფაჩულიასა და კევინ დურანტს შორის კიდევ ერთი „სახალისო“ დიალოგი შედგა. “მემფის გრიზლისთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ქართველმა ცენტრმა „გოლდენ სტეიტის“ მსუბუქი ფორვარდი „დატროლა“.

მემფისელების წინააღმდეგ დურანტს ომრი კასპიმ 20 ქულა ჩაუგდო და ფაჩულიამ კევინს სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დასცინა. „უორიორსის“ ლიდერმა „ინსტაგრამზე“ დიალოგის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

ზაზა ფაჩულია: „ვნახე ომრი კასპიმ რომ გაგანადგურა. 20 ქულა 21 წუთში".

კევინ დურანტი: „ჰაჰაჰაჰა ზაზა წადი შენი"

ზაზა ფაჩულია: „ჰო და თუ გინდა „ინსტაგრამზე“ ეს მიმოწერაც დადე“.

კევინ დურანტი: „დავდებ“.

დურანტმა პირობა შეასრულა და მიმოწერა გაასაჯაროა. სურათს კი თან ასეთი ტექსტი დაურთო: „ზაზას უნდოდა რომ თქვენთვის ეს მეჩვენებინა“.

ამერიკულ გამოცემებში ფაჩულიას ქმედებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა საიტმა სტატიის ბოლოს ასეთი ფრაზა დაწერა: „იმედი გვაქვს ზაზა „უორიორსს“ 50 ქულას ჩაუგდებს. ყოფილი თანაგუნდელების „დატროლვა“ მერე ნახეთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები