Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

დენვერი - დალასი 126 - 118

გამთენიისას ნაციონალ საკალათბურთო ასოციაციაში 4 შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური მატჩი კოლორადოში შედგა. ადგილობრივმა „დენვერმა“ ლუკა დონჩიჩის „დალასს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაგეთსი“ უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა და სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებია.

კოლორადოელებს ტრადიციულად ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა. სერბმა ცენტრმა აქტივში 32 ქულა და 16 მოხსნა ჩაიწერა. ჯამალ მარი 22 ქულით გამოირჩა, ტრეი ლაილზმა და მონტე მორისმა კი გუნდს 16-16 ქულა შესძინეს.

„დალასის“ რიგებში 30 ქულით ჰარისონ ბარნსი გამოირჩა. ლუკა დონჩიჩმა თავი 23 ქულას და 12 შედეგიან გადაცემას მოუყარა. უესლი მეთიუზმა კი მატჩი 14 ქულით დაასრულა.

ბრუკლინი - ლეიკერსი 115 – 110

ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსს“ ჩავარდნა აქვს. ლოს-ანჯელესელებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგეს და ამჯერად „ბრუკლინთან“ დამარცხდნენ.

„ნეთსს“ 22 ქულითა და 13 შედეგიანი გადაცემით დეანჯელო რასელმა ულიდერა. სპენსერ დინუიდიმ აქტივში 18 ქულა ჩაიწერა, ხოლო ჯო ჰერისმა გუნდს 19 ქულა შესძინა.

„მეფემ“ თავი 36 ქულას, 13 მოხსნას და 8 შედეგიან გადაცემას მოუყარა. ლონზო ბოლმა 23 ქულა დააგროვა, ხოლო კაილ კუზმა 22 ქულითა და 11 მოხსნით გამოირჩა.

სხვა მატჩების შედეგები

ინდიანა - კლივლენდი 91 – 92

ატლანტა - ვაშინგტონი 118 - 110

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები