ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია!
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია!

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, რომელმაც ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები შემთხვევითობის პრინციპით დააწყვილა.

წყვილში პირველი დასახელებული გუნდები პირველ თამაშს საკუთარ მოედანზე ითამაშებენ. 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 12-13 და 19-20 თებერვალს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი - 5-6 და 12-13 მარტს.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური დაპირისპირება 1 ივნისს, მადრიდში, "ატლეტიკოს" საშინაო არენა - "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები