მერებაშვილის მორიგი გოლი პოლონეთის ჩემპიონატში
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ექსტრაკლასაში მორიგი გოლი გაიტანა. პლოცკის ''ვისლამ,'' რომლის შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა, საკუთარ მოედანზე კრაკოვის ''ვისლასთან'' 1:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. 48-ე წუთზე ურუგვაელი ნიკო ვარელას გადაცემით მერებაშვილმა ისარგებლა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
61-ე წუთზე სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს და მერებაშვილის გუნდი დამარცხდა.
32 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატის 17 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში მერებაშვილი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, მხოლოდ ბრაზილიელ რიკარდინიოს ჩამორჩება, რომელმაც 9 გოლი გაიტანა.
თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა ექსტრაკლასას უკანასკნელ ორ ტურში 3 გოლი გაიტანა.
პოლონეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში პლოცკის ''ვისლა'' 19 ქულით მე-12 ადგილზეა.
ფოტო: wisla-plock.pl