კაჭარავას დუბლი და საგოლე გადაცემა კვიპროსის თასზე
კვიპროსის თასის გათამაშების მერვედფინალში ''ანორთოსისმა'' 7:0 დაამარცხა ''ხლორაკასი,'' რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს.
7 გოლიდან 2 კაჭარავას ანგარიშზეა. მან ხუთწუთიან მონაკვეთში 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.
83-ე წუთზე მისი პირველი გოლით ანგარიში 0:5 გახდა, 87-ე წუთებზე კაჭარავას ტექნიკური გადაცემით დურიშმა ანგარიში გაზარდა, 88-ე წუთზე კი კაჭარავამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კაჭარავას თანაგუნდელ ბექა მიქელთაძეს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.
''ანორთოსისი'' მეოთხედფინალში ითამაშებს. ამ ეტაპზე მეტოქე უცნობია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მშრალი სერია შეწყვიტა. 24 წლის ფორვარდმა 244-დღიანი პაუზის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
''ხლორკასთან'' მატჩამდე კაჭარავამ 2018 წლის 4 აპრილს პოლონეთის თასის გათამაშების შეხვედრაში გდინიას ''არკასთან'' დუბლი შეასრულა.
კაჭარავას დუბლი და ზარანდიას ბრწყინვალე შესრულება
ნიკა კაჭარავამ პოლონური ''კორონა'' გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და მიმდინარე სეზონში ''ანორთოსისის' ღირსებას იცავს.
კვიპროსის ჩემპიონატში 10 მატჩი ჩაატარა, მოედანზე 370 წუთი გაატარა, გოლი არ გაუტანია, თუმცა ''პარალიმნისთან'' შეხვედრაში შესანიშნავი საგოლე პასი შეასრულა.
კაჭარავას შთამბეჭდავი საგოლე გადაცემა