კაჭარავას შთამბეჭდავი საგოლე გადაცემა
Aa
Aa

კაჭარავას შთამბეჭდავი საგოლე გადაცემა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში ''პარალიმნისა'' და ''ანორთოსისის'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ''პარალიმნის'' მაისურით ირაკლი მაისურაძემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი 85-ე წუთზე გააფრთხილეს.

პირველი ტაიმი მაისურაძის გუნდმა 1:0 მოიგო. შესვენების შემდეგ თამაშში ნიკა კაჭარავა ჩაერთო, რომლის აქტიურობას გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა საკმაოდ ეფექტური საგოლე გადაცემა შეასრულა, რომელიც სლოვაკი მიხალ დურიშის გოლით დასრულდა.

 

''ანორთოსისის'' შემადგენლობაში ბექა მიქელთაძემ 90 წუთი გაატარა.

12-გუნდიან ჩემპიონატში ''ანორთოსისი'' 6 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო ''პარალიმნი'' 4 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.

ბექა მიქელთაძისა და ირაკლი მაისურაძის ორთაბრძოლა

 

 დანიის სუპერლიგის მე-13 ტურში საბა ლობჟანიძის ''რანდერსი'' საკუთარ მოედანზე ''სიონერიუსკის'' შეხვდა. საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. 23 წლის ქართველმა შემტევმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. 14-გუნდიან ლიგაში ''რანდერსი'' 15 ქულით მე-11 ადგილზეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის 32-ე ტურში ''როვანიემიმ'' სტუმრად 2:1 დაამარცხა ვპს. გამარჯვებულთა მაისურით გიორგი გოროზიამ 90 წუთი ითამაშა. მისმა გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მეორე ადგილი გაინაღდა.

12-გუნდიან ლიგაში ჰიკ-ი პირველ ადგილზე გავიდა, ნაადრევად გაჩემპიონდა. მას ''როვანიემი'' 16 ქულით ჩამორჩება. გოროზიას გუნდი მესამეადგილოსან კუპსს 4 ქულით უსწრებს და 23 წლის ქართველი ნახევარმცველი ვერცხლის მედლის მფლობელია.

''დამსახურებული ვერცხლის მედალი'' - დაწერა გოროზიამ facebook-ის პირად გვერდზე.

ფოტოზე ვხედავთ გოროზიას ცნობილ თანაგუნდელ ტაიე ტაივოს, რომელიც ნიგერიის ეროვნულ ნაკრებში, ''მილანსა'' და ''მარსელში'' თამაშობდა

 

 ფოტო: superliga.dk, anorthosis24.net, anorthosisfc.com.cy

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები