კაჭარავას დუბლი და ზარანდიას ბრწყინვალე შესრულება
Aa
Aa

კაჭარავას დუბლი და ზარანდიას ბრწყინვალე შესრულება

პოლონეთის საფეხბურთო თასის ნახევარფინალში ''კორონამ'' 2:1 დაამარცხა ''არკა.'' მე-14 წუთზე მასპინძელთა 24 წლის ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ ანგარიში გახსნა, 69-ე წუთზე ''კორონამ'' ორამდე გაზარდა სხვაობა, თანაგუნდელის დარტყმის შემდეგ ბურთი ნიკა კაჭარავას მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და კარის ბადეში აღმოჩნდა. საბოლოოდ მეორე გოლიც კაჭარავას ჩაუთვალეს და საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა.

ნიკა კაჭარავამ მიმდინარე სეზონში პოლონეთის თასზე მეორე მატჩი ჩაატარა და ორივე თამაშში გამოიჩინა თავი, ''არკას'' გარდა ''ზაგლებიეს'' გაუტანა. რაც შეეხება პოლონეთის ჩემპიონატს, 20 მატჩში 24 წლის ფორვარდის ანგარიშზე 7 გოლია.მე-80 წუთზე ''არკას'' შემტევმა ლუკა ზარანდიამ მეტოქის მცველს ბურთი აართვა, შემდეგ კიდევ ერთი ფეხბურთელი ჩამოიტოვა და ბრწყინვალე გოლი შეაგდო.2016-17 წლების სეზონში ზარანდია ''არკასთან'' ერთად პოლონეთის თასის გამარჯვებული გახდა, ფინალში გამარჯვების გოლი ბრწყინვალე დარტყმით ზარანდიამ გაიტანა, შემდეგ კი ლუკამ პოლონეთის სუპერთასზეც გაიმარჯვა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ლუკა ზარანდიამ პოლონეთის თასზე ჩატარებულ მესამე მატჩში მეორე გოლი შეაგდო, ''კორონას'' გარდა ''პოდბესკიძეს'' დამატებულ დროში გაუტანა და ქართველის გოლით ''არკა'' მეოთხედფინალში გავიდა. რაც შეეხება პოლონეთის ჩემპიონატს, 22 წლის შემტევს 13 ჩატარებულ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, თუმცა რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა.

''არკასა'' და ''პოგონს'' შორის საპასუხო მატჩი 17 აპრილს ''არკას'' საშინაო არენაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები