ისე, როგორც შექსპირი - ფაბიო კოენტრაოს ძალიან უცნაური კომენტარი
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-11 ტურის ბოლო შეხვედრა ვილა დო კონდეში, ადგილობრივ "რიუ ავესა" და ლისაბონის "სპორტინგს" შორის გაიმართა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
"რიუ ავეს" რიგებში 84 წუთი ითამაშა ფაბიო კოენტრაომ, რომელიც გუნდს წლევანდელ ზაფხულს, მადრიდის "რეალიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
???????? As mascotes de @RioAve_FC e @Sporting_CP na #FotoDoFairPlay dos capitães Fábio Coentrão e Nani ????????????
— Liga Portugal (@ligaportugal) December 3, 2018
.#LigaNOS #RAFCSCP #FundacaoDoFutebol pic.twitter.com/WWjBdcprik
თამაშის დასრულების შემდეგ, პრიმეირა ლიგის მთავარმა გამშუქებელმა ტელევიზიამ, SPORT-TV-მ კოენტრაო ჩაწერა და მას შეხვედრის შეფასება სთხოვა. გამოცდილი ფეხბურთელის საუბარმა უცნაური ხასიათი მიიღო და ბოლოს შექსპირისეული სევდიანი ფრაზით დასრულდა: "არ შეიყვაროთ ისინი, ვინც თქვენს მიმართ სიყვარულს არ გამოხატავენ".
სავარაუდოდ, კოენტრაოს ეს განცხადება "სპორტინგიდან" მის წასვლას უკავშირდება. იგი გასულ სეზონში იჯარის წესით სწორედ "ლომების" შემადგენლობაში თამაშობდა, თუმცა კლუბმა მასთან თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვა.

ფაბიო კოენტრაო 30 წლისაა, მისი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა იმავე "რიუ ავეში" დაიწყო, საიდანაც ჯერ "ბენფიკაში", შემდეგ კი "ნასიონალში", ესპანურ "სარაგოსაში", "რეალში", ფრანგულ "მონაკოსა" და "სპორტინგში" გადავიდა.
"რეალისა" და "მონაკოს" ყოფილმა მცველმა, პორტუგალიის პრიმეირა ლიგის წლევანდელ სეზონში 6-ჯერ ითამაშა. "რიუ ავე" სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზეა და ზედა ოთხეულს 5 ქულით ჩამორჩება. ამავე გუნდში თამაშობს გიორგი მაკარიძე, რომელმაც მძიმე ტრავმის შემდეგ ვარჯიში ახლახანს დაიწყო.
კოენტრაო პორტუგალიის ნაკრების ღირსებას 2010 წლიდან იცავს და მისი მაისურით 52-ჯერ უთამაშია. ბოლო შეხვედრა კი 2017 წლის 3 სექტემბერს, უნგრეთის წინააღმდეგ ჩაატარა.