მანჩესტერელებს ჩილელი შემტევი დააკლდათ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელ შემტევი ალექსის სანჩესი ტრავმირებულია.
29 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს სულ მცირე 2 მატჩი ვერ დაეხმარება.
სანჩესი ხვალინდელ შეხვედრას საუთჰემპტონთან გამოტოვებს, ასევე ჩილელი "წითელ ეშმაკებს" არსენალთან 6 დეკემბერს გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება.
წითლების შემტევევმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათი სადაც ჩანს , რომ მას მუხლი აწუხებს.
თუ რამდენად მძიმეა ტრავმა ჯერ ჯერობით უცნობია.
