ხოჭოლავას უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ''ჰოფენჰაიმი'' შინ დონეცკის ''შახტართან'' 2:3 დამარცხდა. უკრაინული გუნდის რიგებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ 90 წუთი ითამაშა.

უკრაინის ჩემპიონი ისმაილისა და ტაისონის გოლებით დაწინაურდა, თუმცა შესვენებამდე გერმანულმა კლუბმა ანგარიში გაათანაბრა.
მე-60 წუთზე ''სოფლელების'' უნგრელმა ფორვარდმა ადამ შალაიმ წითელი ბარათი მიიღო და ''შახტარმა'' მატჩის დარჩენილი დრო რიცხვობრივ უპირატესობაში გაატარა.
ფონსეკას გუნდმა გამარჯვების გოლი მეორე დამატებულ წუთზე გაიტანა. ბრაზილიელმა ტაისონმა დუბლი შეასრულა და ხოჭოლავას გუნდმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
''შახტარი'' 5 ქულით მესამე ადგილზეა. დასკვნით ტურში ''ლიონთან'' გამარჯვების შემთხვევაში ხოჭოლავას გუნდი მეორე ადგილს დაიკავებს და ფლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს. ხუთი ტურის შემდეგ ''შახტარსა'' და ''ლიონს'' შორის მხოლოდ 2 ქულაა სხვაობა. ''ჰოფენჰაიმი'' 3 ქულით აუტსაიდერია.

ფოტო: shakhtar.com