NBA-მ კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა
Aa
Aa

NBA-მ კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

დასავლეთ კონფერენციაში პატივი „ნიუ ორლეან პელიკანსის“ ლიდერს, ენტონი დევისს ერგო. ეს უკანასკნელი საშუალოდ 34.3 ქულას, 14 მოხსნას, 5.3 გადაცემას და 2 დაფარებას აგროვებდა. 25 წლის ცენტრი მოედნიდან 51.1 პროცენტით უტევდა და პერიმეტრიდან ნატყორცნი ბურთების 40 პროცენტი ჩააგდო. მისი წინამძღოლობით „პელიკანსმა“ 4 შეხვედრიდან 3 მოიგო.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი ნიკოლა ვუჩევიჩი გახდა. „ორლანდო მეჯიქის“ მძიმე ფორვარდი საშუალოდ 27.8 ქულას და 10.5 მოხსნას აგროვებდა. მისი წარმატებული თამაშის წყალობით ფლორიდელებმა 4-დან სამ დაპირისპირებაში იმარჯვეს და საკმაოდ ძლიერი გუნდები დაამარცხეს.

ენტონი დევისისთვის აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეხუთეა, ხოლო ვუჩევიჩისთვის მხოლოდ და მხოლოდ მეორე აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები