პოლ გასკოინს ბრალს სექსუალურ ძალადობაში სდებენ
Aa
Aa

პოლ გასკოინს ბრალს სექსუალურ ძალადობაში სდებენ

ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს, პოლ გასკოინს, სასამართლოს წინაშე მოუწევს წარსდგომა. ბრიტანელი სამართალდამცავების განცხადებით „გაზას“ ბრალი სექსუალურ ძალადობაში ედება, რომელიც მან აგვისტოში, იორკიდან დურჰემში მიმავალ მატარებელში განახორციელა.

51 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთ ქალბატონს "არასწორად" შეეხო და ამ უკანასკნელმა საქმე პოლიციას გადასცა.

ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს: „პოლ გასკოინს ბრალად სექსუალური ძალადობა ედება, რომელიც 20 აგვისტოს, იორკიდან დურჰემში მიმავალ მატარებელში განახორციელა. მისი ქმედებები 2003 წელს მიღებულ პაქტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 51 წლის პიროვნება სასამართლოს წინაშე 11 დეკემბერს წარსდგება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები