უეინ რუნი:
Aa
Aa

უეინ რუნი:"ეს საღამო ჩემს მეხსიერებაში დიდი ხნის განმავლობაში დარჩება“.

ინგლისის ნაკრებისთვის უეინ რუნის გამოსამშვიდობებელი მატჩი წარმატებული გამოდგა. „სამმა ლომმა“ „უემბლიზე“ აშშ-ს ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ბრიტანელების რიგებში თავი ლინგარდმა, ალექსანდერ-არნოლდმა და უილსონმა გამოიჩინეს. რაც შეეხება რუნის, ეს უკანასკნელი 58-ე წუთზე შეცვლაზე შემოვიდა და გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას უეინმა ნაკრების მომავლის და უშუალოდ დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ვფიქრობ უკეთესიცაა გოლი რომ ვერ გავიტანე. მეტოქის კარი რომ ამეღო დარწმუნებული ვარ ბრიტანეთში სერიოზული დებატები გაიმართებოდა“.

„რაც შეეხება მატჩს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სანაკრებო კარიერა ნამდვილად დადებით ნოტაზე დავასრულე. ბიჭებმა მშვენივრად ითამაშეს და გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს საღამო ჩემს მეხსიერებაში დიდი ხნის განმავლობაში დარჩება“.

„დარწმუნებული ვარ ინგლისის ამ ნაკრებს წინ საკმაოდ დიდი მომავალი აქვს. ვფიქრობ უახლოეს წლებში ისინი ჩემპიონობას აუცილებლად დაისაკუთრებენ და ინგლისელი გულშემატკივრების გულებს გაახარებენ“.

მსგავსი სიახლეები