გამარჯვება დამატებით დროში - პარუნაშვილის გუნდი მეოთხედფინალშია
დანიის საფეხბურთო თასის მერვედფინალში ''სენერიიუსკისა'' და ''ესბიერგის'' შეხვედრა გაიმართა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა.
99-ე წუთზე ''ესბიერგის'' ესპანელმა ლეგიონერმა აგუსტინ გარსიამ გამარჯვების გოლი შეაგდო და ''ესბიერგი'' მეოთხედფინალში გავიდა.
''ესბიერგის'' ქართველმა ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. 25 წლის ნახევარმცველმა შეუცვლელად იასპარეზა.
110-ე წუთზე ''სენერიიუსკის'' მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა კეს ლეიკსმა წითელი ბარათი მიიღო და მატჩის დარჩენილი დრო პარუნაშვილის გუნდმა რიცხვობრივ უპირატესობაში გაატარა.

ლაშა პარუნაშვილმა მიმდინარე სეზონში ერთადერთი მატჩი სუპერლიგის გასულ ტურში ''მიდტიულანდთან'' გამოტოვა, რადგან ''რანდერსთან'' მატჩში წითელი ბარათი მიიღო.
15 ტურის შემდეგ სუპერლიგაში ''ესბიერგი'' 25 ქულით მესამე ადგილზეა და მეოთხეადგილოსან ''სენერიიუსკის'' ხუთი ქულით უსწრებს.

ფოტო: bt.dk, nordschleswiger.dk