ყველაფერი, რაც გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ
გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მეორე დღის მატჩები გაიმართა. ყველაზე დიდი ინტერესი ტურინში ჩატარებულმა შეხვედრამ გამოიწვია, სადაც „იუვენტუსმა“ „იუნაიტედი“ მიიღო და მოულოდნელად დამარცხდა. "წითელი ეშმაკების" მსგავსად სამი ქულა მეორე მანჩესტერულმა კლუბმაც მიითვალა და "შახტარი" 6-0 გაანადგურა.

„იუვენტუსის“ ცუდი "სტარტი"
"იუვესთვის" "მანჩესტერთან" მატჩი წარუმატებელი გამოდგა. ტურინელები მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქულაც ვერ მოიპოვეს.
დაპირისპირების დაწყებამდე გულშემატკივრებმა საკმაოდ უცნაური რამ იხილეს. "ბიანკონერის" ფეხბურთელები გასახურებლად გამოდიოდნენ, როდესაც სტადიონზე შუქი ჩაქრა და ტრიბუნების ერთი ნაწილი სრულ სიბნელეში აღმოჩნდა.
Quite the entrance for Juve #JUVMUN pic.twitter.com/1Vixt0YJ9k
— Samuel Luckhurst (@samuelluckhurst) November 7, 2018
შესნიმ დიბალა არ დაინდო
პაულო დიბალამ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიკროტრავმა მიიღო. არგენტინელ ფეხბურთელს დაზიანება თანაგუნდელმა, ვოიცეხ შესნიმ, მიაყენა. ეს უკანასკნელი შორეულ დარტყმებში ვარჯიშობდა, როდესაც ბურთი შემთხვევით დიბალას მოარტყა.


„იუვეს“ ქომაგებს პოგბა ისევ უყვართ
„იუვენტუსის“ გულშემატკივრებმა პოგბას მიმართ სიყვარული კიდევ ერთხელ გამოხატეს. ტურინელმა ქომაგებმა ფრანგი ფეხბურთელის მაისურთან ერთად ტრიბუნებზე ბანერები განათავსეს, სადაც პოგბა თბილი სიტყვებით მოიხსენიეს.


რიოს დაბადების დღე
გუშინ ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, რიო ფერდინანდი, 40 წლის გახდა. „მანჩესტერის“ ყოფილი მცველის დაბადების დღე არავის გამოპარვია და მას ტორტიც მიართვეს.

ალექს სანდრო ჯესი ლინგარდის წინააღმდეგ
ალექს სანდრომ ჯესი ლინგარდი „შეარცხვინა“. ბრაზილიელმა უკანახაზელმა ინგლისელს შესანიშნავი ფინტი გაუკეთა და ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.
Nifty nutmeg by Alex Sandro on Jesse Lingard.
— #ThankYouDeuce (@JogaBonito_USA) November 7, 2018
Lovely skill from the Brazilian fullback!#JUVMUN #UCL #Juventus #Tekkers ???????????? pic.twitter.com/cQ4JM1WhOK
შეცდომა „ცსკა“-„რომას“ მატჩზე
გუშინდელ შეხვედრაში BT Sport-ს მცირე შეცდომა გაეპარა. მატჩის მეოთხე წუთზე რომაელებმა ანგარიში გახსნეს, მაგრამ ბრიტანული ტელევიზიის წარმომადგენლებმა გოლი „ცსკას“ ჩაუთვალეს და ტაბლოზეც 1-0 გამოისახა.

საბრალო ფრანკო ჩერვი
გუშინ „ბენფიკას“ ფეხბურთელს, ფრანკო ჩერვის, არც თუ ისე კარგი დღე ჰქონდა. შეხვედრის მეექვსე წუთზე ეს უკანასკნელი კუთხურის მოსაწოდებლად ემზადებოდა, თუმცა ფეხი აუსრიალდა და ფრიად „სამარცხვინო“ ჩაწოდება გამოუვიდა.
Franco Cervi cobró el mejor tiro de esquina jamás visto. #ChampionsLeague
— Raúl Muñoz (@RaulMunozB) November 7, 2018
*Sarcasm mode: Ultra on* pic.twitter.com/t4sJMuJcyt
„აიაქსის“ ქომაგები პოლიციის წინააღმდეგ
„ბენფიკა“-„აიაქსის“ მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. განსხვავებული სიტუაცია არც ტრიბუნებზე ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ „აიაქსმა“ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და ქულა გადაარჩინა, ჰოლანდიელი გულშემატკივრები მაინც უკმაყოფილოები იყვნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ისინი ადგილობრივ პოლიციასაც დაუპირისპირდნენ.

