მერებაშვილის ეფექტური ცრუ მოძრაობა და გოლი პოლონეთის ჩემპიონატში
Aa
Aa

მერებაშვილის ეფექტური ცრუ მოძრაობა და გოლი პოლონეთის ჩემპიონატში

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურში პლოცკის ''ვისლამ'' სტუმრად ვროცლავის ''შლიონსკი'' 3:0 დაამარცხა. მიმდინარე ტურში ლუკა ზარანდიას მსგავსად გიორგი მერებაშვილმაც გამოიჩინა თავი.  82-ე წუთზე 32 წლის მერებაშვილმა მეტოქის მცველი ეფექტური ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და მიმდინარე სეზონში მეორე გოლი შეაგდო. ქართველის გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.


 

აღსანიშნავია, რომ 28_ე წუთზე "ვისლა" რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, თუმცა დამაჯერებლად გაიმარჯვა, მეორე ტაიმში 3 გოლი შეაგდო. მერებაშვილმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი პირველ ტურში პოზნანის ''ლეხს'' გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, მათგან 9 შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა. 2 გოლის გარდა ვარშავის ''ლეგიასთან'' და ''იაგიელონიასთან'' მატჩებში თითო-თითო საგოლე პასი შეასრულა.

პოლონეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში პლოცკის ''ვისლა'' 15 ქულით მე-12 ადგილზეა.

ფოტო: eurosport.interia.pl, wisla-plock.pl

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები