პრემიერ ლიგა
Aa
Aa

პრემიერ ლიგა

ნორვიჩი-ლივერპული 16:45

 

"ნორვიჩს" "ლივერპულისთვის" ისტორიაში არასდროს მოუგია, სულ გამართული 9 შეხვედრიდან, 7 მერსესაიდელებმა მოიგეს 2 კი ფრედ დასრულდა.

საგულისხმოა, რომ "ლივერპული" მიმდინარე პრემიერ ლიგაში კუთხურების მოწოდების საშუალო მაჩვენებლით მე-2 ადგილზეა (7.27 კუთხური შეხვედრაში), "ნორვიჩის" ანალოგიური მაჩვენებელი კი 4.91-ია. აქედან გამომდინარე, დიდია იმის ალბათობა, რომ ამ მატჩში საკმაოდ ბევრი კუთხური ჩამოწოდდეს.

სხვა მხრივ, საინტერესოა, რომ დღევანდელი მეტოქეების უკანასკნელ 6 ურთიერთშეხვედრაში 19 ყვითელი ბარათია ნაჩვენები (საშ. 3.16). ამ კუთხით გუნდები ცუდად არც მიმდინარე პრემიერ ლიგის 22 ტურის შემდეგ გამოიყურებიან, ნორვიჩელებს 34 ყვითელი ბარათი (საშ. 1.54) აქვთ მიღებული, ლივერპულელებს კი - 41 (საშ. 1.86). დღევანდელი შეხვედრის არბიტრი ლი მეისონი იქნება, რომელსაც სტატისტიკის მიხედვით ბარათების ფრიალი დიდად არ უყვარს.

 

სანდერლენდი-ბორნმუთი 19:00

 

"ბორნმუთი" ბოლო დროს მშვენიერ ფორმაშია, განსაკუთრებით ეს გასვლით მატჩებზე ითქმის, ბოლო 5 პრემიერ ლიგური სტუმრობიდან ორში გამარჯვებული გამოვიდა, 2 ფრედ ითამაშა და ერთიც წააგო ("არსენალთან").

ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებაში ბორნმუთელებმა "შავი კატები" 2:0 დაამარცხეს (ესაა გუნდების ერთადერთი ურთიერთშეხვედრა). აღნიშნული თამაში ძალიან უხეში გამოდგა, მსაჯმა ფეხბურთელებს 7 ყვითელი და 1 წითელი ბარათი (ყვითელი+ყვითელი) ბარათი უჩვენა. თუმცა, დღევანდელი შეხვედრის მთავარი არბიტრი როჯერ ისტია, რომლის საშუალო მაჩვენებელი ბოლო 10 თამაშის გათვალისწინებით 2.8 ყვითელი ბარათია...

ყველაზე უფრო სავარაუდო, ალბათ ისაა, რომ დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლები სტუმრებზე მეტ გაფრთხილებას დაიმსახურებენ, ვინაიდან "სანდერლენდი" პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე უხეში გუნდია 22 მატჩში მიღებული 43 ყვითელითა და 3 წითელი ბარათით. მაშინ როცა, მათი მეტოქის პასივში 33 გაფრთხილება და 1 გაძევებაა.

 

უოტფორდი-ნიუკასლი 19:00

 

"ნიუკასლს" ბოლო დროს გასვლით მატჩებში საშინელი სტატისტიკა აქვს - 16 თამაშში, 1 მოგება და 2 ფრე. ცუდ ფორმაშია "უოტფორდიც", რომელსაც ჩემპიონატში 5 თამაშია არ მოუგია.

ორივე გუნდი დაცვითი ფეხბურთის მიმდევარია, "უოტფორდს" საკუთარ არენაზე ჩატარებულ 11 თამაშში ამდენივე გოლი აქვს გატანილი, აი ნიუკასლელებს კი საქმე გაცილებით უარესად აქვთ, მათ სტუმრად გამართულ 10 მატჩში მხოლოდ 5 გოლი "მოუგროვდათ".

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გახსნილ და გოლებით დახუნძლულ შეხვედრას არც დღეს უნდა ველოდეთ.

 

ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა 19:00

 

ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან, რომელიც ამ სტადიონზე გაიმართა 3 ფრედაა დასრულებული, 2 კი "ვესტ ბრომვიჩის" ფეხბურთელებთ აქვთ მოგებული.

უკანასკნელი 6 ურთიერთშეხვედრა კი დაძაბული და ბარათები დახუნძლული გამოდგა - 30 გაფრთხილება და 3 გაძევება. დღევანდელ შეხვედრას რობერტ მედლი განსჯის, რომელსაც, მართალია, დიდად ბარათების ჩვენება არ უყვარს, თუმცა პრინციპულ დაპირისპირებებში ჯიბისკენ ხელის წაღებას სულაც არ ერიდება.

ასე რომ, დიდი ალბათობით, ამ თამაშში მინიმუმ 4-5 ყვითელი ბარათი უნდა დაფიქსირდეს.

 

კრისტალ პალასი-ტოტენჰემი 19:00 

 

"კრისტალ პალასს" პრემიერ ლიგაში 5 თამაშია არ უმარჯვია, თანაც ისე, რომ ამ შეხვედრებში გოლიც კი არ გაუტანია. მისი თანაქალაქელი კი ჩემპიონატის უკანასკნელი 21 მატჩიდან 19-ში დაუმარცხებელია.

სამაგიეროდ, დღევანდელი შეხვედრის მასპინძლები შედეგიანი არიან კუთხურების მოწოდების თვალსაზრისით, ისინი თამაშში საშუალოდ 5.55 კუთხურს აწვდიან. თუმცა "ტოტენჰემი" ალან პერდიუს გუნდს ამ კომპონენტშიც ჯობს - 6.36.

მ ყველაფრის გათვალისწინებით, წესით, გუნდებმა პირველი წრის მატჩის მსგავსად, დღესაც სულ მინიმუმ 11 კუთხური უნდა დააფიქსირონ.

 

ლესტერი-სტოკი 19:00

 

ლესტერშირელებს პრემიერ ლიგის ბოლო 5 მატჩში .. "ნაკლებობა" აქვთ ნათამაშები. ხოლო "სტოკი" ჩემპიონატის ყველაზე დაბალშედეგიანი გუნდია 22 ტურში ნათამაშები 15 "ნაკლებობით".

შეხვედრის მთავარი არბიტრი მაიკ დინი იქნება, რომელსაც გუნდები, დიდი ალბათობით, ხელს შეუწყობენ იმაში, რომ თავისი ბოლოდროინდელი ტენდენცია გააგრძელოს, უკანასკნელ 3 თამაშში ამ მსაჯს ჯამში მხოლოდ 8 ყვითელი ბარათი აქვს ნაჩვენები. ამის თქმის საფუძველს კი ის გვაძლევს, რომ "სტოკი" და "ლესტერი" საკამოდ ცოტა ბარათს იღებენ. მარკ ჰიუზის ბიჭებს 22 ტურში 29 ყვითელი ბარათი (საშ. 1.31) აქვთ მიღებული (პრემიერ ლიგაში მე-3 მაჩვენებელი), "მელიებს" კი - 35 (საშ. 1.59).

 

მანჩესტერი-საუთჰემპტონი 19:00 

 

"იუნაიტედი" თავის დღევანდელ მეტოქესთან ბოლო 13-დან 12 შეხვედრაში დაუმარცხებელია. თავის მხრივ, "საუთჰემპტონს" კი პრემიერ ლიგაში 4 გასვლითი მატჩი ზედიზედ აქვს წაგებული. სხვათა შორის, "წმინდანებს" "ოლდ ტრაფორდზე" ისტორიაში ერთადერთი გამარჯვება აქვთ და მათ ეს გასულ სეზონში მოახერხეს.

მანჩესტერელებიცა და მათი მეტოქეც მიმდინარე სეზონში საკმაოდ ცოტა ბარათს იღებენ, შესაბამისად, საშუალოდ 1.72-სა და 1.59-. დღევანდელი მატჩის რეფერი მაიკ ჯოუნსია, რომლის განსჯილი უკანასკნელი 10 მატჩიდან მხოლოდ 2 შემთხვევაში დაფიქსირდა 4-ზე მეტი ბარათი. ასე რომ, ლოგიკურია თუ დღეს 4-ზე მეტი გაფრთხილება არ დაფიქსირდება.

ასევე, საინტერესოა, რომ ამ გუნდების ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში ერთადერთხელ იყო შემთხვევა, როცა ორივე გუნდის კარში გოლი არ გავიდა.

 

ვესტ ჰემი-სიტი 21:30

 

"ვესტ ჰემს" ჩემპიონატის ეგიდით საკუთარ არენაზე 8 თამაშია არ წაუგია. მანჩესტერელებისთვის "აპტონ პარკზე" გამარჯვება რთული იქნება, თუმცა მათ პირველ წრეში შინ განცდილი მარცხისთვის (1:2) რევანშის აღება მართებთ.

ამ შეხვედრაში ყველაზე უფრო სავარაუდო ისაა, რომ გუნდები ბევრ კუთხურს ჩამოაწვდიან, ვინაიდან "სიტი" ამ მხრივ პრემიერ ლიგაში პირველია (საშ. 7.41), ლონდონელები კი ბოლო სეზონებია კუთხურებს მუდმივად უხვად აწვდიან. წელს მათი საშუალო მაჩვენებელი მატჩში 5.68 კუთხურია.

 

ევერტონი-სუონსი 17:30

 

პრემიერ ლიგის ეგიდით "სუონსის" "ევერტონისთვის" არასდროს მოუგია - 5 წაგება და 4 ფრე. საინტერესოა ის, რომ ბოლო 3 ურთიერთშეხვედრა ფრედაა დასრულებული (ორჯერ 0:0) და "ევერტონსაც" ჩემპიონატის უკანასკნელ 3 თამაშშიც საყაიმო შედეგი აქვს დაფიქსირებული. ასევე საგულისხმოა, "თეთრი გედების" ცუდი შედეგები გასვლით შეხვედრებში - ბოლო 11-დან, 10 შემთხვევაში გუნდი სტუმრად გამარჯვებას ვერ ახერხებს

ლივერპულელები ძირითადად ფლანგურ იერიშებზე აკეთებენ აქცენტს, რასაც კუთხურებიც უხვად მოსდევს (საშ. 5.82 მატჩში), განსაკუთრებით ეს ითქმის სახლის თამაშებზე, "სუონსი" კი სტუმრად, როგორც წესი შედარებით დაცვით ფეხბურთს თამაშობს. ასე რომ, სავარაუდოა, პირველ ტაიმში მასპინძლებმა მეტოქეზე მეტი კუთხური ჩამოაწოდონ. 

 

არსენალი-ჩელსი 20:00

 

ლონდონურ დერბიში ბოლო პერიოდში "არსენალს" საშინელი სტატისტიკა აქვს, უკანასკნელ 10 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოგება. თანაც, ბოლო 7-დან 6 მატჩში "მეთოფეებს" გოლიც კი არ გაუტანიათ. სტატისტიკა სტატისტიკად, თუმცა დღევანდელი სიტუაციიდან და გუნდების ფორმიდან გამომდინარე, მასპინძლებს ამ უსიამო ტენდენციის შედარებით გამოსწორების კარგი შანსი აქვთ. მით უმეტეს, "ემირეითს სთედიუმზე" "არსენალს" ჩემპიონატის ეგიდით ხომ აგვისტოს შემდეგ არ წაუგია...

წლევანდელ სეზონში ორივე გუნდს კუთხურების მოწოდების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. "არსენალის" ფეხბურთელები მატჩში საშუალოდ 6 კუთხურს აწვდიან, მათი მეტოქეები კი 5.78-. ამის გათვალისწინებით, სავარაუდოა რომ დღევანდელ თამაშში კუთხურების უხვი რაოდენობა დაფიქსირდეს

შეხვედრის მთავარი არბიტრი მარკ კლატენბურგი იქნება, რომელიც ბოლო 10 მატჩის მონაცემებით ფეხბურთელებს საშუალოდ 2.2 ბარათს უჩვენებს და აღნიშნული 10 თამაშიდან ერთადერთხელ(!) იყო შემთხვევა, როცა მან ჯიბიდან 3-ზე მეტი ბარათი ამოიღო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები