ნეიმარი „მარსელის“ ქომაგების დასჯას ითხოვს
Aa
Aa
29 ოქტომბერი 2018  |  14:52

ნეიმარი „მარსელის“ ქომაგების დასჯას ითხოვს

ნეიმარმა „მარსელთან“ მატჩის შემდეგ საფრანგეთის საფეხბურთო ფედერაციის მმართველებს ზომების მიღება მოთხოვა.

"ველოდრომზე" შეკრებილი გულშემატკივარი სტუმარი გუნდების მიმართ თავისი ნეგატიური დამოკიდებულებით საქვეყნოდაა ცნობილი. ბუნებრივია გამონაკლისი არც "პსჟსთან" გამართული შეხვედრა ყოფილა. "მარსელის" ქომაგებმა პარიზული გუნდის მოთამაშეებს ბოთლები და მონეტები დაუშინეს.

ადგილობრივი გულშემატკივრების ქცევას ნეიმარი მატჩისშემდგომ ინტერვიუში გამოეხმაურა და განაცხადა: "მარსელის ქომაგებმა უღირსი საქციელი ჩაიდინეს. ვფიქრობ, არამარტო რეფერიმ, არამედ იმ ხალხმა, რომელიც ფრანგულ ფეხბურთს უდგას სათავეში, სერიოზული ზომები უნდა მიიღონ". 

"მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ყოველთვის, როდესაც მოედანზე გამოვდივართ, ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნებს გვესვრიან. ყველაფერთან ერთად ეს ძალიან სახიფათოა, რადგან შესაძლოა ფეხბურთელებმა სერიოზული ჭრილობა მიიღონ. გულშემატკივრების ასეთი ქცევები ძალიან არ მომწონს“.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული ფეხბურთის კლასიკო "პსჟს" გამარჯვებით დასრულდა. ნეიმარის გუნდმა 2-0 მოიგო და ლიგა 1-ში ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები