სტეფ კარიმ ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით პოლ პირსს გადაასწრო
Aa
Aa

სტეფ კარიმ ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით პოლ პირსს გადაასწრო

„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელმა, სტეფ კარიმ, ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით პოლ პირსს გადაასწრო. „დენვერთან“ მატჩის დასრულებამდე 4 წუთითა და 24 წამით ადრე „ოქროს ბიჭუნამ“ პერიმეტრიდან ნასროლი ბურთი კალათში მოათავსა და „ბოსტონ სელტიკსის“ ლეგენდა უკან ჩამოიტოვა.

სტეფს ამჟამად 2145 სამიანი აქვს ჩაგდებული და პირსის თანაგუნდელის, რეი ალენის, რეკორდამდე მხოლოდ და მხოლოდ 829 სამქულიანი აშორებს.

წლევანდელ სეზონში დიდი ალბათობით კარის აღმასვლა კვლავ გაგრძელდება. მეხუთე ადგილზე მყოფ ჯამალ კროუფორდს სტეფი 8 სამიანით ჩამორჩება. გამომდინარე იქიდან, რომ წელს კროუფორდს პერიმეტრიდან არცერთი სროლა არ გამოუყენებია, კარი საუკეთესო ხუთეულში ადგილს უახლოეს მომავალში დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სტეფის 30 ქულისა „გოლდენ სტეიტმა“ „დენვერის“ წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხა და 100-ით 98 დამარცხდა. NBA-ის მოქმედი ჩემპიონები სიტუაციის გამოსწორებას მომდევნო ტურში, ფენიქს სანსის წინააღმდეგ შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები