კაკა ''მილანის'' შენაძენს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს
საფეხბურთო კლუბ ''მილანსა'' და ''ფლამენგოს'' შორის შეთანხმება შედგა. 21 წლის ბრაზილიელი შემტევი ლუკას პაკეტა სამშობლოს დატოვებს. შემტევი სტილის ნახევარმცველი 2019 წლის იანვრიდან იტალიური კლუბის ღირსებას დაიცავს.
გავრცელებული ინფორმაციით სატრანსფერო თანხა 35 მილიონ ევროს შეადენს
''მილანის'' ყოფილი ფეხბურთელი კაკა, რომელმაც იტალიურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და სერია ა მოიგო, ''მილანის'' ტელევიზიას ესაუბრა.
''მას დიდი მომავალი აქვს. ის უკვე მიიწვიეს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში. უმჯობესია თუ მას სხვა ფეხბურთელს არ შევადარებთ და პარალელს არ გავავლებთ.
განვლილ დღეებში პატოს, რონალდინიოს, კაფუსა და რივალდოს შევხვდი. ისინი ''მილანის'' ისტორიის შექმნაში მონაწილეობდნენ.
პაკეტასთან მიმართებაში აუცილებელია, რომ შედარებები თავიდან ავიცილოთ, რაც მას სიმშვიდეს მიანიჭებს. მე ამის მჯერა.''
''მილანის'' გარდა ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენა პსჟ-ს, ''ლივერპულსა'' და ''ბარსელონას'' სურდათ.