Aa
Aa

ყაზაიშვილის დუბლი, კაპიტნის გოლი - გამარჯვებებს შევეჩვიეთ

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურში ''დინამო არენაზე'' ანდორის გუნდი 3:0 დაამარცხა. შედეგთან ერთად მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა არაერთი გააზრებული კომბინაცია განახორციელეს და შემოქმედებითი კუთხითაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.

''სან ხოსეს'' შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი მეორე ტაიმის მეოთხე დამატებულ წუთზე გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ დააფიქსირა.

ვაკო ყაზაიშვილის პირველი გოლი

ვაკო ყაზაიშვილის მეორე გოლი

აღსანიშნავია ნიკა კვეკვესკირის შესანიშნავი თამაში, რომელმაც მეორე გოლისას ვაკო ყაზაიშვილი ბრწყინვალე საგოლე გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა.

ქართველი ფეხბურთელები უდანაკარგოდ ასპარეზობენ. სამი ტურის შემდეგ ვაისის გუნდის ანგარიშზე 9 ქულაა. სლოვაკის გუნდმა 6 გოლი გაიტანა, საკუთარი კარი კი მშრალად შეინახა.

მესამე ტურში ლატვიისა და ყაზახეთის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. 3 ტურის შემდეგ საქართველო ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. ანდორის, ყაზახეთისა და ლატვიის ანგარიშზე 2 ქულაა. მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები რიგაში, 16 ოქტომბერს ლატვიას შეხვდება. ამავე დღეს ანდორა ყაზახეთს ესტუმრება.

ანდორასთან შეხვედრაში გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გოლი თავური დარტყმით გაიტანა. საგოლე გადაცემა ''ლუცერნის'' მარჯვენა მცველის, ოთარ კაკაბაძის ანგარიშზეა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები