''ოქროს ბურთის მოსაგებად ლა ლიგაში თამაში საჭიროა''
ბელგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ედენ აზარის თქმით, მან შესაძლოა კარიერა ლა ლიგაში გააგრძელოს. აღნიშნულ თემაზე ლონდონის ''ჩელსის'' ფეხბურთელმა შვეიცარიის ნაკრებთან შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც მოთამაშე აღნიშნავს, ლონდონის ''ჩელსის'' დატოვებას იანვარში არ აპირებს, თუმცა ოქროს ბურთის მოსაგებად ლა ლიგაში თამაში საჭიროა.
ჟურნალისტის კითხვაზე ოქროს ბურთის მოსაგებად აუცილებელია თუ არა ლა ლიგაში თამაში, აზარმა ღიმილით უპასუხა: ''ეს არის რატომაც ლა ლიგაში თამაში მსურს. შესაძლოა კარიერა ესპანეთში გავაგრძელო, თუმცა ტრანსფერი იანვარში არ შედგება.''
აზარს ასევე ჰკითხეს, თვლის თუ არა თავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. ბელგიელმა აღნიშნა: ''დიახ ამ მომენტში მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ყოველთვის შესაძლებელია განვითარება. მეტი გოლის შეგდება და მეტი საგოლე გადაცემის შესრულება.''
მიმდინარე სეზონში აზარმა პრემიერლიგაში 7 გოლი შეაგდო. მას ''არისტოკრატებთან'' კონტრაქტი კიდევ ორი წელი აკავშირებს.
აზარმა ტიერი ანრის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რობერტო მარტინესის თანაშემწეა.
''ანრი დიდებული ფეხბურთელი იყო. მას დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, თუმცა ის სწავლობს. მას შეუძლია გახდეს უმაღლესი დონის მწვრთნელი'' - აღნიშნა აზარმა.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის მესამე ტურში ბელგიის ნაკრები საკუთარ მოედანზე შვეიცარიას შეხვდება. მატჩი 12 ოქტომბერს გაიმართება.