კობახიძეს ოპერაცია ჩაუტარდა - მოედანს იანვარში დაუბრუნდება
უკრაინული კლუბის პოლტავას ''ვორსკლას'' ქართველი ფეხბურთელი სანდრო კობახიძე ტრავმირებულია. 31 წლის ნახევარმცველისთვის მიმდინარე წელი დასრულდა. უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ტურში ლუგანსკის ''ზორიასთან'' შეხვედრაში კობახიძემ მხარი ამოიგდო.
Medi Club Georgia-ში მოთამაშეს ოპერაცია ჩაუტარდა. კობახიძემ crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, რომ გრძელვადიანი სარეაბილიტაციო კურსი ელის. სავარაუდოდ, ფეხბურთელი მოედანს იანვარში დაუბრუნდება, როცა ''ვორსკლა'' სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას დაიწყებს.
უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლონდონის ''არსენალმა'' შინ 4:2 დაამარცხა ''ვორსკლა.'' კობახიძემ უკრაინული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მეორე ტაიმის მიწურულს შეცვალეს. ''არსენალის'' შემდეგ ''ვორსკლა'' ''ზორიას'' შეხვდა, ეს მატჩი კი ქართველისთვის ძალიან უიღბლო გამოდგა.
მიმდინარე სეზონში კობახიძემ ''ვორსკლას'' მაისურით 11 მატჩი ჩაატარა ( 9 - უკრაინის პრემიერლიგა, 1 - უკრაინის თასი, 1 - ევროპა ლიგა). მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია, რომელიც მან პრემიერლიგის მე-5 ტურში ''მარიუპოლთან'' შეასრულა.
ალექს ივობი და სანდრო კობახიძე ''ემირეითსზე''
