თურანმა ღამის კლუბში მომღერალი სცემა
მადრიდის ''ატლეტიკოს'' ყოფილი ფეხბურთელი არდა თურანი თურქი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. თურქული მედიის ცნობით თურანმა სტამბოლში, ემირგანის მხარეში ერთ-ერთ ღამის კლუბში იჩხუბა.
31 წლის ფეხბურთელმა, რომლის მეუღლე 8 თვის ორსულია, მომღერალ ბერკაი შაჰინის ცოლს მიმართა: ''რომ არ ვიყო დაქორწინებული, ასეთ გოგოს გვერდს ვერ ავუვლიდი.'' თურანის სიტყვების შემდეგ ფეხბურთელი და მომღერალი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სპორტსმენმა ბერკაი შაჰინი სცემა, მას ცხვირი გაუტეხა და მუსიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
თურქული მედიის ცნობით ინციდენტის შემდეგ თურანმა მომღერლის მეუღლეს უთხრა, რომ მან არ იცოდა თუ შაჰინი მისი მეუღლე იყო. ''ბოდიში, შეგიძლია მომკლა'' - უთხრა თურანმა ბერკაი შაჰინის ცოლს.
აღნიშნული ინციდენტის შესახებ ფეხბურთელმა Instagram-ზე დაწერა. თურანი თურქულ მედიაში გავრცელებულ ფაქტს უარყოფს.

2015 წლიდან მოყოლებული არდა თურანი კატალონიის ''ბარსელონას'' საკუთრებაშია. ამჟამად ამპლუით ნახევარმცველი განათხოვრებით ''ბაშაკშეჰირის'' შემადგენლობაში ირიცხება.
თურანი თურქეთის ეროვნულ ნაკრებში 2006 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 100 მატჩში შეგდებული 17 გოლია.
