ჩაკვეტაძის ახალი მწვრთნელი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია
საფეხბურთო კლუბ ''გენტს'' ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ივ ვანდერჰაგე დანიელმა სპეციალისტმა იეს ტორუპმა შეცვალა, რომელმაც გასულ სეზონში ''მიდტიულანდს'' დანიის სუპერლიგის გათამაშება მოაგებინა. ვანდერჰაგემ პოსტი მიმდინარე კვირაში დატოვა, შემდეგ კი ''მიდტიულანდსა'' და ''გენტს'' შორის ტორუპის თაობაზე შეთანხმება შედგა.
ვანდერჰაგესთვის უკანასკნელი შეხვედრა ძალიან წარუმატებელი გამოვიდა. გასულ ტურში ''გენტი'' შინ 1:5 განადგურდა ''გენკთან.'' მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ ''გენტის'' მაისურით 10 მატჩი ჩაატარა. ყველა მატჩში სასტარტოში მოხვდა და მხოლოდ ორჯერ შეცვალეს. 10 თამაშიდან ''გენტმა'' 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4 შეხვედრაში დამარცხდა. 16-გუნდიან ჩემპიონატში ''გენტი'' 14 ქულით მე-7 ადგილზეა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ტორუპის გაწვრთნილი ''მიდტიულანდი'' ყაზახურ ''ასტანასთან'' დამარცხდა, ევროპა ლიგის ფლეი ოფში შვედური ''მალმიოს'' ბარიერი ვერ დაძლია და ევროპა ლიგას დაემშვიდობა.
48 წლის ტორუპმა ბელგიურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამჟამად ტორუპი ერთ-ერთ საუკეთესო დანიელ მწვრთნელად ითვლება.მისი უპირველესი ამოცანა ''გენტის'' კრიზისიდან გამოყვანაა.
ტორუპი ''ესბიერგსა'' და დანიის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა, 2015 წლიდან კი - ''მიდტიულანდს.''
????Ivan De Witte: ”Men raadde mij aan iemand te nemen met wie we een goede klik hadden. Ik kan u meedelen dat wij gisterenavond enkele uren lang alleen over voetbal hebben gesproken. Over geld is zelfs niet gesproken. Dat sterkte ons gevoel dat we de juiste man hebben” pic.twitter.com/5q8SyWh4X8
— KAA Gent (@KAAGent) October 10, 2018
''შემტევი ფეხბურთის მიმდევარი ვარ. ესაა ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველა მეტოქესთან იდენტური სისტემით ვითამაშებთ'' - აღნიშნა სკანდინავიელმა ''გენტის'' მთავარ მწვრთნელად წარდგენისას.
ფეხბურთელობისას ტორუპი ''ოდენსეს,'' ინსბრუკის ''ტიროლის,'' გერმანული ''უერდინგენის,'' ნორვეგიული ''ჰამკამისა'' და დანიური ''ესბიერგის'' ღირსებას იცავდა.
ტორუპის საფეხბურთო კარიერიდან ერთ-ერთ გამორჩეული მატჩად ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' გამარჯვება ითვლება. 1994 წლის 6 დეკემბერს ხორხე ვალდანოს გაწვრთნილი ''რეალი'' საკუთარ კედლებში 0:2 დამარცხდა დანიურ ''ოდენსესთან.''
დანიელი ფოტოგრაფის ნილს ნიჰოლმის ფოტო: ''არსენალის'' ფეხბურთელი იან რაიტი და ''ოდენსეს'' ფორვარდი იეს ტორუპი

შეგახსენებთ, ''გენტის'' საკუთრებაში სამი ქართველი ფეხბურთელია. გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობის წევრად ითვლება, გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია, ხოლო გიორგი ბერიძე განათხოვრებით უნგრულ ''უიპეშტში'' ასპარეზობს.