''კრასნოდარის'' გასახდელში ოქრიაშვილს ოვაციებით შეხვდნენ
Aa
Aa

''კრასნოდარის'' გასახდელში ოქრიაშვილს ოვაციებით შეხვდნენ

უეფას ევროპა ლიგის მეორე ტურში რუსულმა ''კრასნოდარმა'' შინ 2:1 დაამარცხა ''სევილია.'' გამარჯვების გოლი ბრწყინვალე დარტყმით ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

პირველი ტაიმი ''კრასნოდარის'' აფრიკელი ნახევარმცველის, შარლ კაბორეს ავტოგოლით ''სევილიამ'' მოიგო. 72-ე წუთზე ურუგვაელმა მაურისიო პერეირამ ანგარიში გაათანაბრა.

84-ე წუთზე მოედანზე თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა, რომელმაც ოთხ წუთში კლაესონის პასის შემდეგ აკრობატულ ნახტომში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

გასახდელში ოქრიაშვილს თანაგუნდელები ოვაციებით შეხვდნენ

 

მსგავსი სიახლეები