''ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ქომაგებმა არაამქვეყნიური ატმოსფერო შექმნეს''
Aa
Aa

''ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ქომაგებმა არაამქვეყნიური ატმოსფერო შექმნეს''

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თორნიკე ოქრიაშვილის ფანტასტიური გოლით ''კრასნოდარმა'' ესპანური ''სევილია'' დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ 26 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსულ მედიას ესაუბრა.

''ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. არ მჯეროდა, როცა ჩემი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ბადეში დავინახე. მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. დღეს თამაშისთვის ასი პროცენტით მზად ვარ.

ვიდრე კლაესონი თავით გადაცემას შეასრულებდა, მსურდა ისე მოეცა პასი, რომ ''მაკრატელა'' დამერტყა. მან იდეალურად ითამაშა. შანსი გამოვიყენე.

რთულია ოცნება ასეთ დაბრუნებაზე. მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე.

მთავარი მწვრთნელი მენდო, თამაშის საშუალება მომცა. მადლობა მას.

მადლობა ქომაგებს. მათ სტადიონზე არაამქვეყნიური ატმოსფერო შექმნეს.''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერს ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა. გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

2018 წელს ოქრიაშვილმა ''კრასნოდარის'' მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ''სევილიასთან'' ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები