ჭანტურიშვილის წარმატებული დებიუტი - სლოვაკური გუნდის ისტორიული გამარჯვება
Aa
Aa

ჭანტურიშვილის წარმატებული დებიუტი - სლოვაკური გუნდის ისტორიული გამარჯვება

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ტრნავას ''სპარტაკმა'' საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ბრიუსელის ''ანდერლეხტი.'' სლოვაკურმა გუნდმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე 20 წლის სლოვაკმა მატეი ორავეცმა შეაგდო.

მატჩი ბელგიური გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა, ვან ჰაზებრუკის გუნდმა არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა საბოლოოდ მასპინძლებმა 3 ქულა მოიპოვეს.

 

''სპარტაკის'' მაისურით ვახტანგ ჭანტურიშვილმა 90 წუთი ითამაშა. რაც შეეხება მის თანაგუნდელ დავით სხირტლაძეს, ''სილკებორგის'' ყოფილი ფორვარდი სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა.

 ჭანტურიშვილი საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არაა. sofascore-მა ''სპარტაკის'' ფეხბურთელებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება, 6,2 ქართველს დაუწერა. თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ნახევარმცველმა 14 პასი შეასრულა, რომლის 87 პროცენტი ზუსტი გამოვიდა. მან შეასრულა 2 კუთხური და 1 შორეული გადაცემა, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა. 8 ორთაბრძოლიდან ჭანტურიშვილის გამარჯვებით მხოლოდ 1 დასრულდა. მან ''ანდერლეხტის'' შეტევა ორჯერ ჩაშალა. 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

პირველი ტაიმის მიხედვით ''სპარტაკის'' ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 36-ს შეადგენდა, მეორე ნახევარში კი - 40-ს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები