სნეიდერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა 15-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდში უკანასკნელი შეხვედრა “ამსტერდამ არენა”-ზე პერუსთან ჩაატარა. ამხანაგური შეხვედრა ჰოლანდიის ნაკრების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ყატარული ‘‘ალ გარაფას’’ მოქმედმა ფეხბურთელმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 62-ე წუთზე აპლოდისმენტების ფლონზე მინდორი დატოვა.
34 წლის სნეიდერმა ეროვნული გუნდის ფორმით სადებიუტო მატჩი 2003 წლის აპრილში გამართა, მას შემდეგ კი 134 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა. ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების მიხედვით, სნეიდერი ჰოლანდიის რეკოდსმენია.

„ნარინჯისფერთა“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის სნეიდერი მე-10 პოზიციაზეა, იგი ლეგენდარულ იოჰან კრუიფს მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება. სიის პირველ ადგილზე რობინ ვან პერსია, რომელმაც თავისი ქვეყნის მეტოქეთა კარში 50-ჯერ გაიტანა.