უპრეცედენტო შემთხვევა დანიურ ფეხბურთში
Aa
Aa

უპრეცედენტო შემთხვევა დანიურ ფეხბურთში

დანიის ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ფუტსალის მოთამაშე მოხვდა, რაც აქამდე არასდროს არ მომხდარა.

ამის მიზეზი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას და პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირს შორის არსებული კონფლიქტია, რომლებიც ტელეტრანსლაციების საშემოსავლოს გადანაწილებაზე ვერ შეთანხმდნენ.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, აგე ჰარეიდე იძულებული გახდა რამდენიმე ფეხბურთელი დანიის მესამე და მეოთხე დივიზიონიდანაც გამოეძახა.

დანიის ნაკრები 9 სექტემებერს უელსთან ერთა ლიგის შეხვედრას გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები