Aa
Aa

ზარანდიას გოლი პოლონეთის ჩემპიონატში _ პირველი გოლი ახალ სეზონში

პოლონეთის ექსტრაკლასას მორიგ ტურში "არკასა" და "ზაგლებიეს" შეხვედრა 2:2 დასრულდა.

"არკას" მაისურით ლუკა ზარანდიამ 90 წუთი ითამაშა. ქართველმა შემტევმა მეორე ტაიმში გოლი გაიტანა და "არკა" დააწინაურა _ 2:1.  საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მიმდინარე სეზონში ზარანდიას გუნდმა 7 მატჩში 7 ქულა მოაგროვა. 16_გუნდიან ჩემპიონატში ზარანდიას გუნდი მე_9 ადგილზეა. 7 შეხვედრაში "არკამ" მხოლოდ 7 გოლი გაიტანა. 

ზარანდიამ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი შეაგდო. შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისმა ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში შეიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები