ერთა ლიგაზე ახალი ბურთებით ითამაშებენ
Aa
Aa

ერთა ლიგაზე ახალი ბურთებით ითამაშებენ

ერთა ლიგის ოფიციალური სათამაშო ბურთი ცნობილია.

ბურთის ფერებში თეთრი და ვერცხლისფერი ჭარბობს და დატანილი აქვს ტურნირის ლოგოდან აღებული სხვადასხვა ფერის ელემენტები.

ტურნირი, რომელშიც ევროპის 55 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, 6 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას 25 ფეხბურთელით იწყებს.

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები 3 სექტემბერს თბილისში შეიკრიბება.

საქართველოს გუნდი ასტანაში 5 სექტემბერს გაემგზავრება. ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 6 სექტემბერს ჩატარდება.

ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიას შორის 9 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები