Aa
Aa

"ბარნლის" და მის ქომაგებს ათენში შავი დღე აყარეს

„ბარნლის“ გულშემატკივრებისთვის ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩმა საშინლად ჩაიარა. შეხვედრა „ოლიმპიაკოსის“ გამარჯვებით 3-1 დასრულდა, თუმცა მათდა სამწუხაროდ ყველაფერი ამით არ დასრულებულა.

ბერძნებმა ინგლისელ ქომაგებზე იძალადეს და როგორც Daily Mail იტყობინება ინციდენტების შედეგად „ბარნლის“ ერთი გულშემატკივარი დაიჭრა და ოთხს სერიოზული ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

ადგილობრივმა სამართალდამცავებმა „კლარეტების“ 23 ქომაგი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავების მიზეზი ნასვამ მდგომარეობაში განხორციელებული ქმედებები გახდა.

შონ დიჩის კლუბს შინაურ კედლებში ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ „ბარნლის“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ შესვენებაზე იგი მსაჯზე ზეწოლის განხორციელებას შეესწრო.

პირველი ნახევარ ფრედ, 1-1 დასრულდა, მეორე ტაიმში შეხვედრის არბიტრმა ინგლისელების კარისკენ საკამათო თერთმეტიანი დანიშნა და ბენ გიბსონი გააძევა.

გულშემატკივრების ქმედებებს „ბარნლიც“ გამოეხმაურა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ათენში ჩასულ 900 ქომაგს მადლობა გადაუხადა

„კლუბის გულშემატკივრების უმრავლესობამ წესები იდეალურად დაიცვა, სტადიონზე გუნდის ავტობუსით მივიდა და უკანაც ზუსტად ასე დაბრუნდა, თუმცა ხუთმა ქომაგმა დაზიანებები მიიღო, მათ შორის ერთს ჭრილობა ცივი იარაღით, ფეხის არეში მიაყენეს“.

„აღვნიშნავთ, რომ ყველა მათგანი სტადიონზე დამოუკიდებლად მივიდა და გუნდის მიერ ორგანიზებული ტრანსპორტის გამოყენებაზე უარი განაცხადა“.

„ბარნლი ოლიმპიაკოსთან და ადგილობრივ პოლიციასთან აქტიურად თანამშრომლობს და ინციდეტნის გამოძიებას ხელს მაქსიმალურად შეუწყობს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები