რაჭაში ვიზიტი დასრულდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორდღიანი ვიზიტი რაჭაში, ამროლაურის მშენებარე სტადიონზე დასრულდა. ლევან კობიაშვილმა და კახა ჭუმბურიძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ქალაქისა და რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად, პირადად დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 2 მოედანი კეთდება. სტადიონს 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები და შესაბამისი კომუნიკაციები ექნება.
ამ ეტაპზე, ამბროლაურში უკვე დასრულდა ხელოვნურსაფარიანი ერთი მოედნის მოწყობა, თუმცა არსებობს ხარვეზები შემსრულებლის მხრიდან, რომლის გამოსწორების ვალდებულებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი საკუთარ თავზე იღებს.
„ამბროლაურში ძალიან მასშტაბური და ვიტყოდი, რომ ისტორიული პრექტი ხორციელდება რეგიონისთვის, ადგილობრივებისთვის და ფეხბურთისთვის. უკვე გაკეთებულ საფეხბურთო მოედანზე არსებობს გარკვეული პრობლემები, ხარვეზები, რომელიც განპირობებულია შემსრულებლის მუშაობით. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მივიღეთ დაპირება მუნიციპალიტეტისგან, რომ ეს ხარვეზები აუცილებლად გამოსწორდება და რაჭას ძალიან კარგი სტადიონი ექნება.“- აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.