ლობჟანიძემ "ჰობრო"-ს გაუტანა
დანიის ჩემპიონატის მე-6 ტურშიი საბა ლობჟანიძეს "რანდერს"-მა "ჰობრო" ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
ქართველმა ლეგიონერმა შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
67-ე წუთზე ლობჟანიძემ თავური დარტყმით მეტოქის კარი აიღო.
ჩატარებული 6 ტურის შემდეგ "რანდერსი" 9 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერ "კოპენჰაგენ"-ს 4 ქულით ჩამორჩება.
მომდევნო ტურში ლობჟანიძეს გუნდი 26 აგვისტოს "მიდტულანდ"-ს შეხვდება.