მოხევიშვილის მარცხი პენალტების სერიაში - ქართველმა ''ლევანტეს'' გაუტანა
Aa
Aa

მოხევიშვილის მარცხი პენალტების სერიაში - ქართველმა ''ლევანტეს'' გაუტანა

ესპანური გუნდები ''ალბასეტე'' და ''ლევანტე'' ''ალბასეტეს თასის'' ფინალში შეხვდნენ. აღნიშნული გათამაშება 1973 წლიდან იმართება. ამჯერად მონაწილეობა მხოლოდ ორმა გუნდმა მიიღო.

''ლევანტესა'' და ''ალბასეტეს'' შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში თითოეულმა გუნდმა 8 პენალტი შეასრულა, საბოლოოდ კი ''ლევანტემ'' 6:5 გაიმარჯვა და თასის მფლობელი გახდა.

''ალბასეტეს'' რიგებში 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ლადო მოხევიშვილმა ითამაშა, რომელმაც პენალტების სერიაში მონაწილეობა მიიღო. მეხუთე პენალტი ლადო მოხევიშვილმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 4:4 გახდა.

 

ლადო მოხევიშვილს საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 2015 წლიდან ''ალბასეტეს'' ფეხბურთელია. გასული სეზონი განათხოვრებით ესპანეთის რანგით მესამე ლიგის ''ალკოიანოში'' გაატარა. ''ალბასეტე'' ლა ლიგა 2-ში გამოდის, თუმცა შესაძლოა მოხევიშვილი კვლავ გაანათხოვრონ.

ლა ლიგა 2-ის ახალ სეზონში ''ალბასეტე'' პირველ მატჩს ''დეპორტივოსთან'' 18 აგვისტოს ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები