"კუკეშ"-ის ფეხბურთელებს ვიზები არ მისცეს
9 აგვისტოს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" ალბანურ "კუკეშ”-ს დაუპირისპირდება.
ალბანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია რომ სტამბულში საქართველოს საკონსულომ მათ ოთხ ფეხბურთელს რეჯინალდოს, ფატჯონ მალოკუს, ვალონ ეტემისა და ედის მალიქს ვიზა არ მისცეს.
ალბანური კლუბი პასუხისმგებლობას ორგანიზატორ კლუბს ანიჭებენ და აღნიშნავენ, რომ ამით ფეარ-პლეის პრინციპები დაარღვიეს.
შეხვედრა კი ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე გაიმართება