ვან დერ ვაარტი პარუნაშვილის თანაგუნდელი გახდა - ჰოლანდიელი დანიის სუპერლიგაში
საფეხბურთო კლუბ ''ესბიერგის'' ოფიციალური განცხადების მიხედვით 35 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი ვან დერ ვაარტი კარიერას დანიურ კლუბში გააგრძელებს.
''ესბიერგის'' შემადგენლობაში ქართველი ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი ირიცხება. ასევე ''ესბიერგის'' საკუთრებაა ბუდუ ზივზივაძე, რომელიც თბილისის ''დინამოშია'' განათხოვრებული.

ვან დერ ვაარტმა საფეხბურთო კარიერა ''აიაქსში'' დაიწყო. ჰოლანდიელი ''ჰამბურგის'', ''რეალის'', ''ტოტენჰემისა'' და ''ბეტისის'' ღირსებას იცავდა.
Happy Birthday @rafvdvaart !!!! #COYS #THFC #Spurs #EPL #PremierLeague #VDV #VanDerVaart #HotspurMemories pic.twitter.com/51hjVm6oJo
— HotspurMemories (@HotspurMemories) February 11, 2018
2016 წელს გამოცდილი ფეხბურთელი ''მიდტიულანდში'' ჩაირიცხა. სკანდინავიური კლუბი გასული სეზონის მიწურულს დატოვა.
ვან დერ ვაარტმა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მაისურით 109 მატჩში 25 გოლი შეაგდო.
2010 წელს ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.