ფეხბურთელის ბრწყინვალე გოლი, რომელსაც მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგული აქვს
პარაგვაული ''კრისტობალ კოლონის'' ფეხბურთელმა მარიო რიკარდომ თასის გათამაშებაში ''კერო პორტენოს'' კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა. საფეხბურთო მატჩი ''კერო პორტენოს'' გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ''კერო პორტენოს'' კარში ერთადერთი გოლის ავტორ მარიო რიკარდოს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს.
ბავშვობაში პარაგვაელი ფეხბურთელი ავტოავარიაში მოყვა, რის შემდეგაც მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა. მიუხედავად ამისა, 28 წლის მოთამაშემ შესანიშნავი გოლი შეაგდო. პარაგვაელის გოლი ''პუშკაშის'' ჯილდოს მოპოვების პრეტენდენტია.
28 წლის ფეხბურთელი პარაგვაის რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს.
'' ბედნიერი ვარ, დიდებულად ვითამაშე. თითოეულმა თანაგუნდელმა დიდი ძალისხმევა გაიღო. რაც შეეხება გოლის ეპიზოდს, ბურთს შევეხე და კარისკენ ყოყმანის გარეშე დავარტყი'' - აღნიშნა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ.
საფეხბურთო კლუბში მარიო რიკარდოს დაბალი ანაზღაურება აქვს. საფეხბურთო კარიერის პარალელურად პომიდვრის ბინზესითაა დაკავებული.
