ული ჰიონესი: "იოზილი წლების განმავლობაში ნეხვივით თამაშობდა"
მესუთ იოზილმა სოციალური ქსელის მეშვეობით ქომაგებს აცნობა, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
იოზილმა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას ბრალი რასიზმში დასდო.
მოსალოდნელი იყო, რომ ფეხბურთელს ასეთი განცხადება მარტივად არ შერჩებოდა და ასეც მოხდა.
მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტი და გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ული ჰიონესი იოზილს გამოეხმაურა და Bild-თან საუბარში მას საჯაროდ ნეხვი უწოდა.
„იოზილი წლების განმავლობაში ნეხვივით თამაშობდა. მან თავისი ბოლო მატჩი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე მოიგო.
მისი თამაში მხოლოდ ჩაწოდებებით შემოიფარგლება. ახლა იგი მთელს თავის ნაგავს ამ ფოტოს უკან მალავს.

რამდენჯერაც ჩვენ „არსენალს“ შევხვდით ყოველ ჯერზე იოზილზე ვთამაშობდით, რადგან ვიცოდით რომ ის სუსტი წერტილი იყო.
არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მისი თამაში ნამდვილი ნაგავი იყო.
მისი 35 მილიონი მიმდევარი, რომელიც რეალურ სამყაროში არ არსებობს, ფიქრობს რომ თუ იოზილმა თავისი ეგრეთწოდებული პასები შეასრულა, კონკრეტული მატჩი მან შესანიშნავად ჩაატარა“.