მერებაშვილმა დაბრუნება გოლით აღნიშნა - სეზონის შედეგიანი დასაწყისი
Aa
Aa

მერებაშვილმა დაბრუნება გოლით აღნიშნა - სეზონის შედეგიანი დასაწყისი

პოლონეთის ექსტრაკლასას 2018-19 წლების სეზონის გათამაშებამ სტარტი აიღო. პირველ ტურში პლოცკის ''ვისლა'' საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა პოზნანის ''ლეხთან.''

''ვისლას'' სასტარტო შემადგენლობაში 31 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი ვერ მოხვდა, რომელიც 58-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. 77-ე წუთზე მერებაშვილის გოლით ანგარიში გათანაბრდა, თუმცა 89-ე წუთზე სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

გასული სეზონის მიწურულს მიღებული ტრავმის შემდეგ მერებაშვილმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

მერებაშვილის გოლი

პოლონეთის ჩემპიონატის პირველ ტურში კრაკოვის ''ვისლასა'' და გდინიას ''არკას'' შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ''არკას'' სასტარტო შემადგენლობაში ლუკა ზარანდია მოხვდა, რომელიც 90-ე წუთზე შეცვალეს.

პოლონეთის ჩემპიონატში ვატო არველაძის დებიუტი გადაიდო. ''გურნიკისა'' და ''კორონას'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ''კორონას'' სამატჩო განაცხადში არველაძე მოხვდა, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

პოლონეთის ექსტრაკლასას პირველ ტურში ლაშა დვალმა ითამაშა. ''პოგონის'' ქართველმა მცველმა ''ლეგნიცას'' წინააღმდეგ 90 წუთი იასპარეზა. ''ლეგნიცამ'' მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები