დინამო VS დუნაისკა სტრედა - რთული მატჩის, მაგრამ წარმატების მოლოდინში...
19 ივლისს, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, 3 ქართული გუნდი: თბილისის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია" ითამაშებს.
თბილისელთა მოწინააღმდეგე სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-3 ადგილოსანი "დუნაისკა სტრედა" გახლავთ, რომელთანაც გასვლითი მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა, დღეს კი გუნდები "დინამო არენაზე" დაუპირისპირდებიან.
კახა კაჭარავას გუნდს მძიმე შეხვედრა ელოდება, რადგან სლოვაკეთში "სტრედამ" საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და უშანსოდ არც დღეს იქნება. ამიტომაც, დინამოელებს მაქსიმალური ყურადღება და გამართულად თამაში მართებთ.
დედაქალაქელებს, შესაძლოა, საყრდენი ნახევარმცველი, ბაქარ ქარდავა გამოაკლდეს, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს, სხვა მხვრივ, შემადგენლობა ოპტიმალურია.
მატჩს მაკედონიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც 43 წლის დიმიტარ მეკაროვსკი უხელმძღვანელებს. თამაში "დინამო არენაზე", 21:00 საათიდან დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთები 5 და 10 ლარი ღირს.