ივან რაკიტიჩი:
Aa
Aa

ივან რაკიტიჩი: "თუ საჭირო იქნება ფინალში ფეხის გარეშე ვითამაშებ"

ივან რაკიტიჩმა, ინგლისთან ნახევარფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მაღალი სიცხე ჰქონდა

„ბარსელონას“ ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩთან ერთად, გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მისმა ნაკრებმა საოცარი მეორე ტაიმის და დამატებითი დროის წყალობით, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ივან რაკიტიჩმა განაცხადა: „გუშინ საღამოს 39 გრადუსი სიცხე მქონდა, ლოგინში ვიწექი და მატჩის ჩასატარებლად საჭირო ძალების გამონახვას ვცდილობდი. კარგია რომ მოვიგეთ და თუ საჭირო იქნება ფინალში ფეხის გარეშე ვითამაშებ“. 

რაკიტიჩმა ინგლისი ნაკრების შესახებ პრესაში გავრცელებულ ქებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა:„სოციალურ ქსელებში ისეთი ამბები იყო ატეხილი, იგრძნობოდა, რომ მათ თავი უკვე ფინალში ეგონათ. ინგლისელებს შეუძლიათ საკუთარი საქმეების კეთება გააგრძელონ, ჩვენ კი კვირას გასამართ ფინალს დაველოდებით".

კვირას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 1998 წლის ნახევარფინალური მატჩის განმეორება შედგება, შეგახსენებთ, რომ მაშინ „ლურჯებმა“ 2-1 იმარჯვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები