''გამარჯვება კლუბს და ქვეყანას სჭირდებოდა'' - ''პასუხისმგებლობა გააზრებული გვაქვს''
Aa
Aa

''გამარჯვება კლუბს და ქვეყანას სჭირდებოდა'' - ''პასუხისმგებლობა გააზრებული გვაქვს''

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის ''ტორპედომ'' 2:1 დაამარცხა ტირასპოლის ''შერიფი.'' 

გამარჯვების შემდეგ ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენცია გამართა.

კახა ჩხეტიანი: ''ცხადია გამარჯვება სასიხარულოა. წინ რთული მატჩი გველოდება. რაც შეეხება ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხს, ვფიქრობ გამოსასწორებელი გვაქვს რაღაც-რაღაცები. დიდი მადლობა ფეხბურთელებს. ჩვენ გვაკლია შეთამაშება.

მეორე ნახევარში გაგვიჭირდა, თუმცა ფეხბურთელების დამსახურებით გამარჯვება მოვიპოვეთ.

დიდი მადლობა ქომაგებს. დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს. ეს გამარჯვება როგორც გუნდს, ასევე ქვეყანას ძალიან სჭირდება.''

- განსხვევბული ორი ტაიმი ვნახეთ. რა იყო მიზეზი?

- ოპტიმალური ფორმისგან შორს ვართ. შეთამაშებისთვის დრო გვჭირდება. შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვითამაშეთ ისე, რამაც შედეგი მოგვიტანა.

- გაძლიერება გაგრძელდება?

- სავარაუდოდ თავდამსხმელს დავიმატებთ. შესაძლოა საპასუხო თამაშამდე დავიმატოთ ფეხბურთელი. მთავარია რომ ახალწვეულმა გუნდი გააძლიეროს.

- კობახიძის ტრავმა რამდენად სერიოზულია?

ტრავმა მძიმე არაა. სავარაუდოდ მეორე თამაშისთვის მზად იქნება.

ფოტო: ''ტორპედოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები