იეროს შემცვლელი ცნობილია - სპორტულ დირექტორად ყოფილი მეკარე იმუშავებს
Aa
Aa

იეროს შემცვლელი ცნობილია - სპორტულ დირექტორად ყოფილი მეკარე იმუშავებს

ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციის სპორტულ დირექტორად ''დეპორტივოს'' ყოფილი მეკარე ხოსე მოლინა დაინიშნა. აღნიშნულ პოსტს მუნდიალის დაწყებამდე ფერნანდო იერო იკავებდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანელთა მთავარ მწვრთნელად მოგვევლინა, მუნდიალის შემდეგ კი ასოაციაცია დატოვა.

მოლინა 1996-2000 წლებში ესპანეთის ეროვნულ გუნდში გამოიოდა. მან ''ფურია როხას'' მაისურით 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

მოლინა ''ვალენსიას,'' მადრიდის ''ატლეტიკოსა'' და ''დეპორტივოს'' ყოფილი ფეხბურთელია. საფეხბურთო კარიერა 2007 წელს ''ლევანტეში'' დაასრულა.

1996 წელს მოლინამ ''ატლეტიკოსთან'' ერთად ლა ლიგა და ესპანეთის სამეფო თასი მოიგო. 2002 წელს მოლინა მეორედ გახდა სამეფო თასის გამარჯვებული, ამჯერად ''დეპორტივოს'' რიგებში.

1995-96 წლების სეზონში მოლინა ლა ლიგის საუკეთესო მეკარე გახდა და რიკარდო ზამორას პრიზი გადასცეს.

ჩემპიონთა ლიგაზე - ჯანლუიჯი ბუფონი, ხოსე მოლინა და პაველ ნედვედი

2009 წლიდან მოყოლებული მოლინა სამწვრთნელო საქმიანობას მისდევს. წვრთნიდა ''ვილიარეალის'' პირველ, მეორე და მესამე გუნდებს. ასევე ''ხეტაფე ბ''-ს ხელმძღვანელობდა. 2014-18 წლებში ინდოეთსა და მექსიკაში მოღვაწეობდა.

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტურია, თუმცა Marca-ს ინფორმაციით მალე ამ ადგილს ლუის ენრიკე დაიკავებს.

„ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსებულ სიაში დაწინაურდა და მის კანდიდატურას ამ ეტაპზე უპირველესად მიიჩნევენ. როგორც ცნობილია ფერნანდო იერომ თანამდებობდა უკვე დატოვა.

ესპანური გამოცემები ამტკიცებენ, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლუის რუბიალესის რეკომენდაციით ნაკრების თავკაცი ლუის ენრიკე გახდება.

ასტურიელი სპეციალისტი ორ წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ესპანეთის ნაკრებში ევრო 2020-ის ჩათვლით იმუშავებს. ამის შემდეგ, შედეგების მიხედვით ფედერაცია გადაწყვეტს გაუხანგრძლივოს თუ არა მას ხელშეკრულება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები